თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს იანვარ-მაისის პერიოდში 2,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, აქედან 981,6 ათასი ტურისტი იყო, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.
იმ უცხოელების რაოდენობის ზრდამ, რომლებიც საქართველოს პირველი ხუთი თვის განმავლობაში სტუმრობდნენ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,7% შეადგინა, ხოლო ტურისტების — 25%. ტურისტად მიიჩნევა უცხოელი, რომელიც საქართველოში სულ ცოტა 24 საათი ჩერდება.
ვიზიტორებს შორის ლიდერობენ აზერბაიჯანის (+5,6%), სომხეთის (+13,2%), თურქეთის (-17,8%), რუსეთის (+22,1%) და ირანის (+224%) მოქალაქეები. ამასთან, ირანის მოქალაქეები, უცხოეთის ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდის თვალსაზრისით, სრულუფლებიანი ლიდერები არიან.
უფრო გახშირდა უზბეკეთის (+192%), ინდოეთის (+123%), ისრაელისა (+55%) და ჩინეთის (+40%) მოქალაქეების სტუმრობა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველო ბოლო ხუთ თვეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნიდერლანდების (+34%), გერმანიის (+27%), საფრანგეთის (+27%), დიდი ბრიტანეთისა (+22%) და პოლონეთის (+21%) მოქალაქეებს შორის.