ცნობილი ჟურნალი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს

© photo: Sputnikხედი ქართლის დედაზე
ხედი ქართლის დედაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საელჩომ ბაჰრეინში ბაჰრეინის პოპულარულ გამოცემას ხელი შეუწყო თბილისის კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ სტატიის გამოქვეყნებაში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბაჰრეინის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა Power Up საქართველოს საინფორმაციო-ტურისტული სტატია მიუძღვნა სახელწოდებით "სად წავიდეთ შემდგომ? დანიშნულების პუნქტი თბილისი" (Where To Next? Destination Tbilisi), აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი მდიდარია ისტორიით და ამავდროულად თავის სტუმრებს აუცილებელი თანამედროვე კომფორტით უზრუნველყოფს.

ექსპო-ჯორჯია - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

სტატიის ავტორი საუბრობს ქართული ენის უნიკალურობაზე, საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე, ადგილობრივ სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ის თბილისის პეიზაჟებსა და არქიტექტურაზე ამახვილებს, დეტალებში აღწერს თბილისსა და მის ღირსშესანიშნაობებს.

ჟურნალმა სტატია ბაჰრეინში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გამოაქვეყნა.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება — ქვეყანაში უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს საქართველოში 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ჩამოვიდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებზე. შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან გასულ წელს 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0