თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

© photo: Sputnik"ექსპო-ჯორჯია"
ექსპო-ჯორჯია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისში მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში იმართება. სამი დღის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები საკუთრ პროდუქციას წარმოადგენენ და გამოფენის სტუმრების კითხვებს უპასუხებენ. 

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

ღონისძიების ფარგლებში პირველად გაიმართება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სარესტორნე დანადგარები, აქსესუარები და ავეჯი.

„უკვე 19 წელია, რაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს მივყვებით. ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის გამარტივება ჩვენი გამოფენის მთავარი მიზანია”, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

„ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში გამოფენის მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ იპოვონ ახალი საქმიანი პარტნიორები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს პირველად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გასაკუთრებით ინტერაქტიული ხასიათის იქნება. ფესტივალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზება, სამოგზაურო პაკეტები ექსკლუზიურ ფასად, კონკურსები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება თუ სიურპრიზი ელით. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო,  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დასაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.


ყველა ახალი ამბავი
0