ალექსანდრე ჯეჯელავა: სოფლის სკოლების მთავარი პრობლემა საბუნებისმეტყველო საგნებია

გამოწერა
მინისტრის განცხადებით, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების შესახებ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადება გააკეთა, სადაც ყურადღება საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა ცოდნის დაბალი დონეზე გაამახვილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: ქვეყანაში „უმუშევრობის ქარხანაა" შექმნილი

როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის სკოლებში მასწავლებლების მთავარი პრობლემა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა. მისივე თქმით, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სოფლის მასწავლებელთა კორპუსი წლების განმავლობაში არ იცვლება, სწორედ ამან განაპირობა რეგიონების სკოლებში განათლების დაბალი დონე.

თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მონაწილეობს. კონფერენციის თემაა: "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები".

 

ყველა ახალი ამბავი
0