Fly Adjara-ს და „ავიატორს“ ჩამორთმეული ვერტმფრენები და თვითმფრინავები დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ორ თვითმფრინავსა და სამ ვერტმფრენს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2012 წელს უკანონოდ ჩამოართვეს, ძველ მფლობელებს დაუბრუნებენ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კომპანიებს Fly Adjara-ს და „ავიატორს“ 2012 წლის ზაფხულში ჩამორთმეული ვერტმფრენები და თვითმფრინავები დაუბრუნდება, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საფრენი აპარატების ჩამორთმევის საქმე შეისწავლა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. მის კომპეტენციაში შედის თანამდებობრივი დანაშაულების გამოძიება, რომლებიც ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

„პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელ ნოდარ კაკაბაძეს და შპს,,ავიატორის“ წარმომადგენელ ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი“, — ნათქვამია განცხადებაში.  

სვანიძის ქუჩა, წყალდიდობა - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მოსამართლის ძმასთან „მილიონიან გარიგებას“ კანონიერად მიიჩნევს

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვერტმფრენები და თვითმფრინავები უკანონოდ გამოიყვანეს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს,,ავიატორის“ ანგრებიდან და თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

რაც შეეხება ქონების უკანონო ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ ჩინოვნიკებს, მათ საკითხს პროკურატურა განიხილავს და შესაბამის ზომებს მიიღებს.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან ქონების უკანონო ჩამორთმევის 57 შემთხვევა გახსნა, დაზარალებულად ცნო 100 მოქალაქე, რომელთაც 23 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაუბრუნდა, მათ შორის, 72 ავტომობილი, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0