თბილისელმა გოგონამ მიიღო იმ უნივერსიტეტის გრანტი, რომელშიც ტრამპი სწავლობდა

© Школа имени Комарова Выпускница школы имени Комарова Мери Кавтелишвили
Выпускница школы имени Комарова Мери Кавтелишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელმა სკოლადამთავრებულმა მერი კავთელაშვილმა აღნიშნა, რომ სწავლის გაგრძელება პენსილვანიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სურს, რომელმაც მას გრანტი წარუდგინა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კომაროვის სახელობის თბილისის სკოლადამთავრებული მერი კავთელაშვილი სწავლას გააგრძელებს უნივერსიტეტში, რომელშიც ოდესღაც აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ცნობილი ამერიკელი მეწარმე უორენ ბაფეტი სწავლობდნენ.

კავთელიშვილმა ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, პენსილვანიის უნივერსიტეტისგან University of Pennsylvania (Upenn) თითქმის სრული დაფინანსება მიიღო.

უნივერსიტეტმა 2017 წელს მიიღო აბიტურიენტების 9,2%, რომლებმაც დოკუმენტები ბაკალავრიატზე შეიტანეს. ეს პირველ კურსზე მიღებული სტუდენტების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია უნივერსიტეტის არსებობის განმავლობაში.

კავთელიშვილმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები TOEFL–სა (საერთაშორისო გამოცდა ინგლისურში, როგორც უცხო ენაში) SAT–ში (Scholastic Assessment Test – უნიფიცირებული ტესტი, რომლის შედეგები აბიტურიენტებს აშშ–ის ელიტურ კოლეჯებში ჩარიცხვისთვის სჭირდებათ).

მანჰეტენის კოლეჯი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლემ ამერიკაში სწავლისთვის 160 ათასი დოლარის გრანტი მიიღო

"უნივერსიტეტი ფილადელფიაშია, სწავლა აგვისტოში დაიწყება. ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ორი წელი ფაკულტეტის არჩევაზე იფიქრონ. ჯერჯერობით ფიზიკის ფაკულტეტზე ვფიქრობ. არ ველოდი, რომ ეს უნივერსიტეტი მიმიღებდა, ძალიან გამიხარდა", – განუცხადა "Sputnik–საქართველოს" კავთელიშვილმა.

იმისთვის, რომ ასეთი დონის უნივერსიტეტში ისწავლო, უნდა გქონდეს არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება, არამედ ფსიქოლოგიურიც, მიიჩნევს კავთელიშვილი, რამდენადაც იქ სწავლა დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მოითხოვს.

"ამისთვის მზად ვარ. ძალიან კარგი მაგალითი მაქვს დეიდაჩემისგან, რომელმაც ძალიან მოისურვა, გულმოდგინედ მეცადინეობდა და ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა. დარწმუნებული ვარ, როცა ძალიან მოინდომებ, ყველაფერი გამოვა", – აღნიშნა კავთელიშვილმა.

კავთელიშვილმა კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მან მიწვევა ერთდროულად აშშ–ის ოთხი წამყვანი უნივერსიტეტიდან მიიღო: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University. ოთხივე უმაღლესმა სასწავლებელმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართველი სტუდენტის სწავლისთვის 250 ათასი აშშ დოლარი გამოეყო.

მერიმ ეპენსილვანიის უნივერსიტეტი შეარჩია, რომელიც Ivy League–ს წევრია Harvard University, Princeton University, Yale University, Columbia University, Cornell University, Brown University, Dartmouth University–სთან ერთად.

University of Pennsylvania ამერიკელმა პოლიტიკურმა მოღვაწე ბენჯამინ ფრანკლინმა 1740 წელს დააარსა და აშშ–ის ერთ–ერთი უძველესი უნივერსიტეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0