საქართველოში საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების კონკურსი გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliწიგნის დღეები თბილისში
წიგნის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსი საბავშვო მწერლების წახალისებასა და უმცროს თაობაში კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. პირველად საქართველოში საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით. პროექტის მიზანია — საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარება, საბავშვო მწერლების მოტივირება და წახალისება.

წიგნის დღე - Sputnik საქართველო
თბილისის წიგნის ფესტივალი ნორვეგიის ცნობილ მწერლებს უმასპინძლებს

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას. პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ლიტერატურისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წლამდე), პატარებისთვის (6-12 წლამდე) და ყმაწვილებისთვის (12-16 წლამდე). პრემია წარმოადგენს პრიზსა და ფულად ჯილდოს, რომლის ოდენობა კატეგორიაზე იქნება დამოკიდებული.

პრემია მოიცავს 8 ნომინაციას: საუკეთესო პოეტური წიგნი; საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საბავშვო დრამატურგია; საუკეთესო საყმაწვილო პროექტი; საუკეთესო დებიუტი; საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო-საყმაწვილო წიგნი; საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.

საკონკურსო განაცხადების მიღება მწერალთა სახლში 1 ივნისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ნამუშევრებს 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება ოქტომბერში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0