მოსკოვი-ბათუმი: ახალმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / Виталий Безруких / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანოია NordStar-ის ბოინგი 737-800
ავიაკომპანოია NordStar-ის ბოინგი 737-800 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვიდან ბათუმში ფრენების შესრულებას მორიგი რუსული ავიაკომპანია შეუდგა, მალე ზღვისპირა ქალაქში გამოფრენა შესაძლებელი იქნება სანქტ-პეტერბურგიდან და ჩერეპოვეციდან.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Nordstar Airlines ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომისთანავე შეუდგა რეისების შესრულებას მარშრუტით მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი.

ავიაკომპანიის პირველი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დილით, დაახლოებით 9 საათზე დაეშვა ბორტზე 135 მგზავრით.

კომეტა - Sputnik საქართველო
ბათუმი-სოჭის მიმართულებით „კომეტა" იმოძრავებს

განრიგის მიხედვით, Nordstar Airlines პირდაპირ რეისებს მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში სამჯერ განახორციელებს — ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით. ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

Nordstar Airlines-ის გარდა ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისების შესრულებას რუსული კომპანია Severstal 3 ივნისიდან შაბათობით დაიწყებს.

კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Nordavia 7 ივნისიდან შაბათობით შეასრულებს რეისებს მარშრუტით სანქტ-პეტერბურგი—ბათუმი—სანქტ-პეტერბურგი.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია განახორციელებს. მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და სანქტ-პეტერბურგის გარდა, რეისები შესრულდება დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან და თეირანიდან.

ბათუმი აჭარა - Sputnik საქართველო
ზაფხული ბათუმში: რვა ახალი ავიაკომპანია

სულ ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონის განმავლობაში 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ნიშანდობლივად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0