ბათუმი-სოჭის მიმართულებით „კომეტა" იმოძრავებს

© photo: Sputnik / Lev Polikashen / გადასვლა მედიაბანკშიკომეტა
კომეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კომეტა" ბათუმიდან სოჭში ხუთშაბათობით შეასრულებს რეისს, საპირისპირო მიმართულებით – პარასკევს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. წყალქვეშაფრთებიანი სწრაფმავალი სამგზავრო ხომალდი „კომეტა" მიმდინარე წელს ბათუმიდან სოჭში პირველ რეისს ასრულებს, აცნობა „Sputnik-საქართველოს" კომპანია „ექსპრეს ბათუმის" დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.

საზღვაო მიმოსვლის განახლება 22 მაისს იგეგმებოდა, თუმცა არახელსაყრელი ამინდის გამო ის ოთხშაბათისთვის, 31 მაისისთვის გადაიდო. ზაფხულის დანარჩენ პერიოდში საზღვაო მიმოსვლა კვირაში ერთხელ განხორციელდება: ბათუმიდან სოჭში რეისი ხუთშაბათობით შესრულდება, სოჭიდან ბათუმში კი პარასკეობით.

„ამინდი შედარებით გაუმჯობესდა და ჩვენ გავგზავნეთ ხომალდი, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მგზავრებს უფრო მეტად ივლის-აგვისტოში ველოდებით, როდესაც ბათუმში ტურისტული ბუმი დაიწყება. ჯერჯერობით მაისსა და ივნისში მგზავრი ნაკლებია", — განაცხადა კირცხალიამ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკე სასწორები ტურისტებს ბათუმისკენ უბიძგებს

კარგ ამინდში „კომეტა" ბათუმიდან სოჭში გზას ხუთ საათში ფარავს. ხომალდს ერთ გზაზე 114 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული.

ყველა ახალი ამბავი
0