გურჯაანში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკებისას ორი – 15 და 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკებისას ორი – 15 და 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე გვიან ღამით მოხდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევიდან მალევე დააკავეს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ყველა ახალი ამბავი
0