ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე დაუდგენელია, რა გახდა ინცინდენტის მიზეზი.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „Rustavi2“.

შემთხვევა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა.

პატრული - Sputnik საქართველო
იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა გახდა ინცინდენტის მიზეზი.

დაზარალებულს შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ლაგოდეხის საავადმყოფოში  მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

ექიმების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის დამნაშავე არ დაუკავებიათ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0