თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. იოსებიძის ქუჩაზე გამთენიისას მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი. მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.