თბილისი, 15 მარტი — Sputnik. კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბარ-რესტორანში ჩხუბის დროს 53 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაშავებული თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მარცხენა ხელის ზედა არეში აქვს ჭრილობა მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალბატონი ამავე დაწესებულების თანამშრომელია. ინციდენტის დროს მის გარდა ასევე დაშავდა სამი მამაკაცი.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევა საღმოს 9 საათისთვის მოხდა. სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, გუშინვე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.