თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი თბილისის ცენტრში, შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო“.
სროლა გასულ ღამეს მოხდა. უცნობმა პირებმა BMW X5 მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილში ინტერპოლის თანამშრომელი იჯდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.
საქმეს პროკურატურა იძიებს. ოფიციალური კომენტარები მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.