საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ტრავმის გამო მეკარე გამოაკლდა

© ФК "Крылья Советов"მეკარე გიორი ლორია
მეკარე გიორი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ტრავმის გამო ორი წამყვანი მოთამაშე – მეკარე და თავდამსხმელი დაკარგა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ("ემპოლი") და მეკარე გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი") ივნისში დაგეგმილ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ამის გამო თავის გუნდს ვერ დაეხმარებიან ამხანაგურ თამაშში სენტ-კიტსისა და ნევისის (7 ივნისს) წინააღმდეგ და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოლდოვის წინააღმდეგ (11 ივნისი).

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მოლდოვასთან მატჩში ფავორიტია

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობაში "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილი გამოიძახა.

მას შემდეგ, რაც მჭედლიძისა და ლორიას ტრავმების შესახებ გახდა ცნობილი, ვაისის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი დარჩა. ისინი მომზადებას თამაშებისთვის 2 ივნისს დაიწყებენ.

სენტ-კიტსისა და ნევისის წინააღმდეგ მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მოლდოვის წინააღმდეგ კი ქართველი ფეხბურთელები მატჩს კიშინიოვში გამართავენ. თამაში თბილისის დროით ასევე 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0