საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მოლდოვასთან მატჩში ფავორიტია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები ერთმანეთს 11 ივნისს კიშინიოვში შეხვდებიან. ბუკმეკერები ქართული გუნდის გამარჯვებას ვარაუდობენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბუკმეკერული კანტორების აზრით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ გასვლით მატჩში მოლდოვის წინააღმდეგ ფავორიტია.

ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელთა მოგებაზე შეთავაზებული კოეფიციენტი საშუალოდ 2,4-დან 2,55-მდე მერყეობს. იმავე დროს მოლდოვის მოგებას ბუკმეკერები 2,7 – 2,95 კოეფიციენტით აფასებენ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები ადრე უკვე შეხვდნენ. მატჩი გასული წლის 12 ნოემბერს თბილისში გაიმართა და მოულოდნელად ფრედ დასრულდა ანგარიშით 1:1. 

ფეხბურთის მატჩი - ლოკომოტივი - საბურთალო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - XII ტურის მიმოხილვა

სულ გუნდებმა ერთმანეთში 10 მატჩი ჩაატარეს, აქედან სამჯერ საქართველომ მოიგო, ოთხჯერ მოლდოვამ და ოთხჯერ ფრე დაფიქსირდა. ამ 10 შეხვედრიდან ხუთი ამხანაგური იყო.

შესარჩევ D ჯგუფში ხუთი ჩატარებული ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. მოლდოვას ერთი ქულით ნაკლები აქვს და ის სატურნირო ცხრილში ბოლო, მეექვსე ადგილზეა.

მოლდოვისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 11 ივნისს კიშინიოვის „ზიმბრუს“ სტადიონზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0