თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის გაუჩინარებაში არ მონაწილეობდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე.
მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მის მეუღლეზე ლეილა მუსტაფაევაზე დაყრდნობით აზერბაიჯანულმა მასმედიამ სამშაბათს გაავრცელა. მოგვიანებით ლეილა მუსტაფაევამ თბილისში ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია მოაწყო და მისი გაუჩინარების დეტალებზე ისაუბრა. მან და მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა განაცხადეს, რომ ავღანი თბილისიდან გაიტაცეს და საიდუმლოდ ბაქოში ჩაიყვანეს. და ამაში ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალმდამცველ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ", — განაცხადა მღებრიშვილმა.