ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა ნოუთბუქით ხელში
ახალგაზრდა ნოუთბუქით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასაქმების ფორუმს, რომელიც თბილისში 5 ივნისს გაიმართება, დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო და ბიზნეს–სექტორების წარმომადგენლები.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი თბილისში, კულტურის ცენტრ "ფაბრიკაში" 5 ივნისს გაიმართება, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფორუმს, რომელიც 10:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრებიან.

საქართველოს მოსახლეობის 22,5%-ს 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები შეადგენენ, მათი ერთი მესამედი უმუშევარია, ხაზგასმით აღნიშნეს ფორუმის ორგანიზატორებმა.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა მცირდება

პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას ისეთი პლატფორმა დისკუსიისთვის, რომელიც სპეციალისტებს დაეხმარება შეაფასონ მიღწევები, რეალური გამოწვევები და შეიმუშაონ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის გადაჭრის სტრატეგია.

ფორუმი ტარდება "სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია YES-Georgia, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების საკითხებით არის დაკავებული. ფორუმის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და არასამთავრობო ორგანიზაცია "კრისტალი".

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 21 ქალაქში ორი წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა.

ყველა ახალი ამბავი
0