სამედიცინო დაწესებულებებს დაავალდებულებენ გადაარჩინონ პაციენტები დაზღვევის გარეშე

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო დაწესებულებებს აუკრძალავენ საქმიანობის უფლებას, თუ ისინი, კერძო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილების მოლოდინში, უარს იტყვიან საფრთხის ქვეშ მყოფი პაციენტის მომსახურებაზე.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა შესწორებები კანონში „ჯანდაცვის შესახებ“, რომელთა თანახმად, საავადმყოფოები ვალდებული იქნებიან პაციენტებს გაუწიონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ისე, რომ არ დაელოდონ კერძო სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებას პაციენტის დაფინანსების შესახებ.

შესწორებები იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 2017 წლის მაისიდან იმ მოქალაქეთა ნაწილმა, ვინც კერძო დაზღვევით სარგებლობს, დაკარგა პარალელურად სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, განმარტა შესწორებების ავტორმა, დეპუტატმა სოფიო კილაძემ.

სადაზღვევო კომპანია - Sputnik საქართველო
საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

„კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტი შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს, თუ მან მიიღო დაზიანებები და ჯერაც არ არის დადგენილი მისი ბრალეულობა. ამის დადგენას კი შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვეც დასჭირდეს და კერძო სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვას ანაზღაურებაზე. არის რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულება უარს იტყვის დაზარალებულის მიღებაზე ფინანსების არარსებობის მიზეზით“, — თქვა კილაძე.

გარდა ამისა შესწორებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად, თუ სამედიცინო დაწესებულება უარს იტყვის დაზარალებულის მომსახურებაზე, მას ემუქრება ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0