საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსადაზღვევო კომპანია
სადაზღვევო კომპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამიერიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა მოქალაქეთა შემოსავლის დონიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის განახლებული პროგრამა ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესებს ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანმო-მ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებულ პროექტად აღიარა

ცვლილებების თანახმად, რომლებიც ძალაში 1 მაისს შევიდა, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო დაზღვევით შემოსავლის დონიდან გამომდინარე ისარგებლებენ.

„მოქალაქეთა არც ერთი კატეგორია გამოტოვებული არ იქნება. ამ ცვლილებათა მომზადებას წელიწადნახევარი მივუძღვენით და ყველაფერი ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ", — განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარეგისტრირებული არ არიან, რეგისტრაციის გავლა სპეციალიზებულ ოფისებში შეუძლიათ, პაციენტები სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 24 საათის განმავლობაში შეძლებენ, აღნიშნა მინისტრმა.

განახლებული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია — კონკრეტულად იმ კლინიკის არჩევის შესაძლებლობა, რომელშიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღება სურს, ხაზგასმით აღნიშნა სერგეენკომ.

ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს უფასო წამლებს - ჯანდაცვის სამინისტროს სიახლე

მინისტრი ასევე შეეხო უფასო მედიკამენტების თემას, რომლებსაც ზაფხულიდან ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია — ეს დაახლოებით 600000 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სოციალურად დაუცველ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ან ქრონიკული დაავადებების მქონე მარტოხელა პენსიონერები არიან.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

© Sputnik / Maria Tsimintiaსამედიცინო დაზღვევა საქართველოში
სამედიცინო დაზღვევა საქართველოში - Sputnik საქართველო
სამედიცინო დაზღვევა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0