თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკეებმა მინსკში ევროპის მე-18 ჩემპიონატის პირველ დღეს ექვსი გამარჯვება მოიპოვეს, აღნიშნულია ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კიდევ ორმა ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა, ხოლო ორი — დამარცხდა.
ტურნირში ევროპის 38 ქვეყნის 400 მოჭადრაკე მონაწილეობს. შეჯიბრებები შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული მიიღებს 20 000 ევროს, ვერცხლის პრიზიორი — 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი — 10 000 ევროს.
გარდა ამისა, სპეციალური ფულადი ჯილდო გადაეცემათ მოჭადრაკეებს, რომლებიც გაიმარჯვებენ ნომინაციებში: "იუნიორები", "ვეტერანები" და "საუკეთესო მოთამაშე ქალთა შორის".
ევროპის ჩემპიონატი მინსკში 10 ივლისამდე გასტანს.