ქაბულში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან

© AFP 2024 / Shah Maraiაფეთქება ქაბულში
აფეთქება ქაბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქაბულში პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან.

ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს ქართველი სამხედროები ტერაქტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ტერაქტის ადგილი ქაბულში - Sputnik საქართველო
აფეთქება ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში: დაიღუპა 90 ადამიანი

„დღეს, დილის 08:23 საათზე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, საწვავმზიდი აფეთქდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან", – ნათქვამია თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქაბულში პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია, უშიშროების ძალებსა და ჯანდაცვის სტრუქტურებში არსებული წყაროები იუწყებიან, რომ დაჭრილია 380 ადამიანი. სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანიის საელჩოსთან აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად დაზიანდა საინფორმაციო სააგენტოს „სინჰუას" ბიუროს შენობა და ინდოეთის საელჩო.

ყველა ახალი ამბავი
0