აფეთქება ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში: დაიღუპა 90 ადამიანი

© REUTERS / Omar Sobhaniტერაქტის ადგილი ქაბულში
ტერაქტის ადგილი ქაბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს, დილით ქაბულში, პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მახლობლად მძლავრი აფეთქება გაისმა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქაბულში, პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Pajhwok-ზე დაყრდნობით.

უშიშროების ძალებსა და ჯანდაცვის სტრუქტურებში არსებული წყაროები იუწყებიან, რომ დაჭრილია 380 ადამიანი.

ინციდენტი პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბევრი შენობა დაზიანებულია, დამტვრეულია ფანჯრები და კარები.

სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანიის საელჩოსთან ახლოს აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად დაზიანდა საინფორმაციო სააგენტო "სინჰუას" ბიუროს შენობა და ინდოეთის საელჩო.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა წყლის გადამზიდავი ავტოცისტერნა, იუწყება ტელეარხი Tolo News ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

აფეთქებისას დაიჭრნენ ირანის ელჩი, იაპონიის საელჩოს ორი თანამშრომელი, გერმანიის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი და ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტები. ტელეარხი Tolo News იუწყება ტელეარხი Tolo TV-სა და მედიაჯგუფ Moby-ს ერთი შტატიანი თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აუღია.

ყველა ახალი ამბავი
0