საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოსა და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20) პირველი მატჩის წაგების შედეგად ქართველ მორაგბეებს С ჯგუფში ბოლო შუალედური ადგილი უკავიათ.

ბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რაგბიში არგენტინის გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის U-20 პირველი მატჩი 26:37 წააგო. ჩემპიონატი საქართველოში 31 მაისს დაიწყო.

მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდნენ მას შემდეგ, რაც გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმის რეალიზება მოახდინა.

თუმცა არგენტინელები პირველი შეტევის შემდეგ დაწინაურდნენ და სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე აცხადებდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაცვას, მაგრამ სწორედ დაცვის კომპონენტი მოიკოჭლებდა მასპინძლების თამაშში დღევანდელ მატჩში.

რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის U-20 გახსნა – ინგლისი–სამოა - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში (U-20)

პირველ ნახევარში საქართველომ 12 ქულა მიიღო და ყველა წარმატებული საჯარიმო დარტყმის შედეგია.

შესვენების შემდეგ არგენტინამ ბრძოლა შემართებით განაგრძო – 30:12. უნდა აღინიშნოს, რომ "ავჭალის" სტადიონის ტრიბუნებზე რამდენიმე ასეული არგენტინელი გულშემატკივარი იყო, რომლებიც ხანდახან ქართველ ფანატებსაც კი "სჯობნიდნენ" თავისი აქტიურობით.

მატჩის ბოლოს ქართველმა მორაგბეებმა შეძლეს შედეგიანი შეტევა და ანგარიში 11 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ "პუმასის" ახალგაზრდულმა გუნდმა მაშინვე აღადგინა სტატუს–კვო – 37:19.

მატჩში ბოლო სიტყვა ქართველებს ერგოთ, თუმცა საბოლოო ანგარიშმა – 37:26 არგენტინელებს ხუთი ქულა და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის საშუალება მისცა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა
Встреча молодежных сборных Грузии и Аргентины по регби в рамках Чемпионата мира - Sputnik საქართველო
საქართველოსა და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა

მანამდე ამავე ჯგუფში ითამაშეს საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ – 23:23 და ორ–ორი ქულა მიიღეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის "ავჭალის" სტადიონზე 18:00 სათზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0