თბილისი, 30 მაისი — Sputnik. შუახნის მამაკაცი, რომელიც თბილისში პოლიტკოვსკაის ქუჩაზე №57-ში მდებარე მშენებლობაზე მუშაობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, განუცხადეს Новости-Грузия-ს კორესპონდენტს შსს-ს პრეს-სამსახურში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლით "უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ამ ობიექტზე მუშების დაღუპვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 2016 წლის 18 ოქტომბერს, წვიმიან ამინდში, თემურ გურგენაშვილს მეორე სართულის აივანზე ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ის მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო დროს საქართველოში სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვის ფატები გახშირდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მოხდა, როდესაც ტრაგიკულ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს პროფკავშირებსა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ განუცხადებიათ ქვეყანაში შრომის ცუდი პირობების შესახებ.