დასავლეთ საქართველოში მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

გამოწერა
მამაკაცი ურეკი-სუფსის მონაკვეთზე სარკინიგზო ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქუთაისიდან ბათუმში მიმავალმა მატარებელმა მამაკაცი გაიტანა, რომელიც რკინიგზაზე გადასვლას ცდილობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი რკინიგზის ურეკი-სუფსის მონაკვეთზე მოხდა. სოფელ წყალწმინდის მკვიდრი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„მატარებელმა კაცი მოკლა და მეტი არაფერი. შემდეგ მატარებელმა გზა გააგრძელა. ის ქუთაისიდან მოდიოდა, აქედან კი ბათუმში წავიდა“, — განაცხადა სადგურის მორიგემ კობა ხუნდაძემ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. დანაშაული ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.

ყველა ახალი ამბავი
0