საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© FB / МВД Грузииშსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი
შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ხვადაგიანმა გოგა რაზმაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ბოლო დრომდე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
შსს-ს დეპარტამენტი ევროპის ჟანდარმერიის ნაწილი გახდება

„საპატრულო პოლიციაში, რომელსაც დღეიდან ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს, არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს ასევე გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს პირველი დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0