საქართველო საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევებს ამერიკული M-240-ით ანაცვლებს

© Ministry of Internal Affairs of Georgia / FB / Минобороны Грузииახალი ტყვიამფრქვევების ტესტირება
ახალი ტყვიამფრქვევების ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამანევრო ქვედანაყოფი წლის ბოლომდე ამერიკულ ტყვიამფრქვევს М-240-ს მიიღებს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კრწანისის სამხედრო პოლიგონზე M-240 პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევების გადაცემის ცერემონია გაიმართა საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) გახსნას მიეძღვნა.

„ასეულობით მივიღეთ ასეთი ტყვიამფრქვევი, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის იარაღი. ეს პროცესი აღჭურვის მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ ამაზე არა ერთგზის, საჯაროდ განვაცხადეთ და სწორედ ნატოს სტანდარტებთან ახლოს მყოფი აღჭურვილობით და ბუნებრივია, წვრთნების მაღალი სტანდარტებით უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას", — განაცხადა იზორიამ.

ამერიკული М-240-ის პირველი პარტია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა მიიღო. წლის ბოლომდე ახალ იარაღს ყველა სამანევრო ქვედანაყოფი მიიღებს, ხოლო მოგვიანებით ქართული ჯარი М-240 ტიპის ტყვიამფრქვევით მთლიანად აღიჭურვება.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალები: იარაღი და სამხედრო ტექნიკა

„ორი წლის წინ ვიმყოფებოდი აქ და ვნახე როგორ იქცა ეს ცენტრი იდეიდან ფუნქციონირებად ცენტრად. მოხარული ვარ, რომ გადავეცით ტყვიამფრქვევები, რომელსაც ნატოს ძალები იყენებენ. ეს არის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ერთგულების ხელშესახები სიმბოლო, დავეხმაროთ საქართველოს იმ ძალების აგრესიის შეკავებაში, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩევანს გაწევრიანდეს ნატოში," — განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რომელიც ახალი შეიარაღების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა.

წლების წინ საქართველოს შეიარაღებული ძალებმა კალაშნიკოვის ავტომატის, როგორც ძირითადი სასროლი იარაღის გამოყენებაზე უარი განაცხადეს, ამერიკული M4A1-ის ტიპის შაშხანის სასარგებლოდ.

ამერიკული ტყვიამფრქვევი М-240 აშშ-ის შეიარაღებას 1977 წლიდან წარმოადგენს. მას ფართოდ იყენებს ქვეითი ჯარი, ის ასევე მონტაჟდება სახმელეთო ტრანსპორტზე, კატარღებსა და ვერტმფრენებზე. ტყვიამფრქვევი იწონის 12,3 კგ. სროლის სისწრაფე — წუთში 650-950 გასროლა. კალიბრი — 7,62.

ტყვიამფრქვევი PKM (კალაშნიკოვის მოდერნიზებული ტყვიამფრქვევი) სსრკ-ის და რუსეთის შეიარაღებაში 1961 წლიდან არის და გამოიყენებოდა მრავალ ომსა და შეიარაღებული კონფლიქტში. ტყვიამფრქვევი იწონის 9 კგ. სროლის სისწრაფე — წუთში 600-800 გასროლა. კალიბრი — 7,62.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0