ნარმანია: კალაძე თბილისის კარგი მერი იქნება

გამოწერა
თბილისის მერის თანამდებობაზე "ქართულ ოცნებას" კანდიდატი ჯერ არ განუსაზღვრავს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კარგი მერი იქნება.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება. მოსახლეობა აირჩევს რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და საკრებულოს დეპუტატებს.

 „კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება", — განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერობის კანდიდატი ჯერჯერობით უცნობია.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ შემოსავლებმა წინასაარჩევნო პერიოდში 21,3 მილიონი ლარი შეადგინა

 „გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები მე სად გადავინაცვლებ ", — აღნიშნა ნარმანიამ.

დედაქალაქის მოქმედი მერი დავით ნარმანია არაერთხელ გამხდარა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მას მმართველ პარტიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატებს, ამჟამად მხოლოდ პარტია  „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს" კანდიდატის ვინაობაა ცნობილი — ელენე ხოშტარია. როგორც მასმედია ვარაუდობს, წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთვებიან  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0