უკრაინის დელეგაცია საქართველოში პოლიციის დღეზე ჩამოვა

© FB/ Каха Каладзеპოლიციის დღე
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დელეგაციას საქართველოში ვიზიტისას უხელმძღვანელებს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამშაბათს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ქართული პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის მაღალი რანგის დელეგაცია ესტუმრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვზე დაყრდნობით.

პოლიციის დღე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული დღესასწაული წელს 31 მაისს აღინიშნება.

„31 მაისს საქართველოში ქართული პოლიციის დღე აღინიშნება და ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ორმხრივი კავშირები გამყარდეს. მაღალი დონის დელეგაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით საქართველოში 30 მაისს ჩამოფრინდება", — განაცხადა დოლგოვმა.

საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის საერთო ინტერესები იყოს დაცული.

საქართველოს და უკრაინის პარლამენტების შეხვედრა - Sputnik საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე თბილისში შეხვედრებს მართავს

პოლიციის დღე 2010 წლის აპრილში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა, იმ დროიდან დღესასწაული აღინიშნებოდა 6 მაისს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი გახდა, მისი აღნიშვნის თარიღი რამდჯერმე შეიცვალა — 30 მაისი, შემდეგ 2 ივნისი.

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც1992 წლის 22 ივლისს დამყარდა.

2015 წლიდან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში გაცივება შეიმჩნეოდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით იყო გამოწვეული.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0