სპეციალისტები კახეთში სეტყვასაშიშ ღრუბლებს ებრძოდნენ

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრ „დელტაში" განმარტეს, რატომ გაუჭირდათ სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამხედრო მეცნიერულ-ტექნიკური ცენტრ „დელტას" თანამშრომლებმა სიღნაღის რაიონში, სადაც კვირას ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, სეტყვასაშიში ღრუბლები დაამუშავეს.

სეტყვამ სიღნაღის რაიონის სამ სოფელში — ჯუგაანში, ბოდბისხევსა და ტიბაანში ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები დააზიანა. ელჭექის გამო ჯუგაანში ქვესადგური მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ფრონტალური ღრუბლის მასები 28 მაისს, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 30-40 მმ მდე იყო, ნათქვამია ცენტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სეტყვა - Sputnik საქართველო
კახეთში სეტყვამ ვენახები გაანადგურა

„საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების გამო დამუშავება მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში", — აღნიშნულია განცხადებაში.

ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება მოხერხდა. სულ გამოყენებულია 35 რაკეტა, შედეგად ნალექი ინტენსიური წვიმისა და წვრილი სეტყვის სახით მოვიდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0