რუსი ტურისტები გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის ქობულეთს ირჩევენ

© photo: Sputnik / Stringerქობულეთი
ქობულეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა იმ ქალაქებს შორის, რომელსაც გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის ირჩევენ.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქობულეთი იმ პოპულარული ქალაქების ხუთეულშია, რომლებსაც რუსი ტურისტები გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის ირჩევენ, ამაზე მეტყველებს ანალიტიკური სააგენტო ТурСтат-ის მონაცემები.

რეიტინგი შედგენილია სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტებს კვალიფიციური გიდები მოემსახურებიან

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში გამაჯანსაღებელი დასვენების მიზნით, საშუალოდ, ცხრა დღით ჩამოდიან. ერთ დღე-ღამეში ცხოვრება, კვება და გამაჯანსაღებელი პროცედურები 56 აშშ დოლარი ჯდება.

გამაჯანსაღებელი და ბალნეოლოგიური კურორტების პირველ ხუთეულში წელს ასევე შედის აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთისა და სომხეთის კურორტები.

სააგენტოს რეიტინგში ლიდერობს აზერბაიჯანული კურორტი ნაფტალანი, მეორე ადგილზეა ბელარუსის ნაროჩი. მესამე ადგილი უკავია ყაზახეთის კურორტ სარიაგაშს, ხოლო მეოთხე — სომხურ ჯერმუკს.

რუსეთი მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს 2017 წლის აპრილში ეწვივნენ. წლის დასაწყისიდან საქართველოს სტუმრობდა 272,1 ათასი მოგზაური რუსეთიდან, რაც 2016 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებზე 24,2%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0