პრეზიდენტმა NATO-ს ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის დაწერაში დახმარება სთხოვა

© FB / PresidentMargvelashviliგიორგი მარგველაშვილი და პაოლო ალი
გიორგი მარგველაშვილი და პაოლო ალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის ექსპერტებს შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად, მიაჩნია პრეზიდენტს.

თბილისი, 28 მაისი-Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან შეხვედრისას  განცხადა, რომ ალიანსის ექსპერტებს შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა მიიღონ.

„საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალის, რომ ალიანსის ექსპერტები ჩაერთონ საკონსტიტუციო ცვლილებების მუშაობაში,   საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად.“- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პაოლო ალის მხარდაჭერისთვის და ალიანსის ასამბლეის თბილისში ჩატარებისთვის.

თავის მხრივ პაოლო ალიმ ისაუბრა  იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგას საქართველომ ალიანსში შესასვლელად და მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანას.

„პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არა მარტო ჟესტია NATO-ს მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი“- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველო გახდა მეხუთე არაწევრი ქვეყანა, რომელმაც მიიღო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც 600-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

საქართველო-NATO-ს ინსტიტუციონალური ურთიერთობა დაიწყო1994  წელს, როდესაც საქართველო ჩაერთო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამაში. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ მომავალში საქართველოს შეუძლია ალიანსის წევრი გახდეს, თუ მის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 2011 წელს საქართველოს მიენიჭა  „NATO-ს წევრი ქვეყანა ასპირანტის“ სტატუსი. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე დამტკიცდა იმ ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანებისთვის უნდა გაატაროს.


ყველა ახალი ამბავი
0