თბილისი, 27 მაისი-Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრება სლოვაკეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBEC), იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის საიტი.
GLOBEC-ი, მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით არის ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენცია.
ფორუმი ბრატისლავაში პარასკევს დაიწყო, მასში მონაწილეობენ ევროკავშირის მეთაური დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, პოლონეტის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ჩერნოგორიის ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლიტვის, ლატვიის,რუმინეთის საგარეო უწყების მეთაურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სადისკუსიო სესიაზე „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017“.
დაგეგმილია შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საზეიმო მიღებაში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.
პრემიერ მინისტრი საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება.