თბილისი, 27 მაისი-Sputnik. საკალათბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ საფინალო სერიაში 3:0 დაამარცხა „ქუთაისი“ და მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი- იუწყება ტურნირის საიტი.
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 93:76.
ყველაზე შედეგიანი „ქუთაისისა“ და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გახდა. მის ანგარიშზე 19 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემაა.
სწორედ ცინცაძეა ჟურენალისტების, გუნდების მწვრთნელთა და შეხვედრების კომისართა გამოკითხვის რჩეული და სეზონის ყველაზე ძვირფასი (MVP) მოთამაშე.
სუპერლიგის გათამაშების ახლანდელ სერიაში გამარჯვებით „დინამოელებმა“ შარშანდელ გათამაშებაში მეხუთე გადამწყვეტ მატჩში დამარცხებისთვის ღირსეული რევანში აიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელებმა მოიგეს რეგულარული ჩემპიონატიც, რომლის მსვლელობისას ოთხჯერ დაამარცხეს ქუთაისელები.