ქართველი კალათბურთელის მადრიდის "რეალში" გადასვლა მალე გადაწყდება

© FB/ Baskoniaკალათბურთელი თორნიკე შენგელია
კალათბურთელი თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
"რეალი" 25 წლის თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და, შესაძლოა, ფორვარდს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელი თორნიკე შენგელია მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა, იუწყება გამოცემა eurohoops.net.

25 წლის კალათბურთელის კონტრაქტი "ბასკონიასთან", რომელშიც 2014 წლიდან გამოდის, ამ ზაფხულს იწურება. როგორც გამოცემა წერს, "რეალი" შენგელიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და შეიძლება ფორვარდს ორწლიანი შეთანხმება შესთავაზოს.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად მარტში ქართველი სპორტსმენი აღიარეს

შენგელია მადრიდულ კლუბში, სავარაუდოდ, გუნდის ვეტერანს, 37 წლის ანდრეს ნოსიონის შეცვლის, რომელმაც განაცხადა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

შენგელიას "რეალში" გადასვლის საბოლოო გადაწყვეტილებას ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

შენგელია ჯერ კიდევ 17 წლისა ესპანურ "ვალენსიას" შეუერთდა. მის შემადგენლობაში ორი სეზონი ითამაშა. შემდეგ ორი წელი ბელგიაში დაჰყო, რომელსაც აშშ მოჰყვა, სადაც "ბრუკლინ ნეტსის", "სპრინგფილს არმორისა" და "ჩიკაგო ბულზის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ამჟამინდელ სეზონში შენგელია საშუალოდ 11,7 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებს.

ყველა ახალი ამბავი
0