ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად მარტში ქართველი სპორტსმენი აღიარეს

© photo: Sputnik / Alex Filipov / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად მეორედ აღიარეს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და საკალათბურთო კლუბ "მორაბანკ ანდორას" ცენტრი გიორგი შერმადინი მარტში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

MVP-ს განსაზღვრისას მოთამაშის ძირითადი კრიტერიუმია ე.წ. სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი. შერმადინის კოეფიციენტია 25,75 პუნქტი. რაც შეეხება საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მატჩში შერმადინი საშუალოდ 19,2 ქულას და 6,5 მოხსნას აგროვებს, აკეთებს 0,5 პასს და 1,2 ჩაჭრას.

მარტის თვეში კალათბურთელმა თავისი გუნდის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "მორაბანკ ანდორამ" ორჯერ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა. ქართველის დამაჯერებელი თამაშის წყალობით გუნდმა მერვე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მას პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინი მიმდინარე წლის იანვარშიც აღიარეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
შენგელია ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატში კვლავ გამარჯვებულია

"სიმართლე რომ ვთქვა, ამას არ ველოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მეორედ ასეთი ჯილდოს მიღება. მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩემ  პარტნიორს გუნდში. ისინი რომ არა, ამ ჯილდოს ვერ მივიღებდი. ცალკე მადლობა მთავარ მწვრთნელს — ხოან პენაროიას, რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას", — განაცხადა შერმადინმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

გასული სეზონის შედეგებით ქართველი სპორტსმენი "მორაბანკ ანდორას" საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0