თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ესპანურ კლუბ „კუჩა ლაბორალში“ („ბასკონია“) გამოდის, თავის გუნდთან ერთად ეროვნულ პირველობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მეხუთე ტურის მატჩში „ბასკონიამ“ გასვლით თამაშში „ხოვენტუტი“ დაამარცხა ანგარიშით 90:83. შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27 წუთის განმავლობაში 14 ქულა ჩააგდო, ჰქონდა ასევე სამი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა.
ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ სასტარტო შეხვედრაში „ბასკონიამ“ ოთხჯერ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ახლა მეორე ადგილი უჭირავს.
ესპანეთის პირველობის ფარგლებში შენგელია თავის პარტნიორებთან ერთად შემდეგ გასვლით მატჩს გამართავს მალაგაში „უნიხაკის“ წინააღმდეგ.