შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელების ტოპ-ათეულში მოხვდა

© FB/ Baskoniaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანური კლუბ „კუტჩა ლაბორალის“ თავდამსხმელმა „მონბუსთან“ თამაშში შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „კუტჩა ლაბორალის“ თავდამსხმელი თორნიკე შენგელია, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შედეგებით, საუკეთესო კალათბურთელების ტოპ-ათეულში მოხვდა, იუწყება eurobasket.com.

ეროვნული პირველობის დებიუტში „კუტჩა ლაბორალი“ გასვლით მატჩში „მონბუსს“ შეხვდა და ანგარიშით 92:76 დაამარცხა. შენგელიამ თითქმის 20 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 19 ქულა აიღო, გააკეთა ოთხი მოხსნა და ორი ჩაჭრა.

შემდეგ მატჩს „ლაბორალი“ 7 ოქტომბერს „მურსიას“ წინააღმდეგ 7 ოქტომბერს გამართავს.

შენგელია „ლაბორალში“ 2014 წლიდან თამაშობს. გასული სეზონის შედეგებით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის ნახევარფინალამდე მივიდა.

ყველა ახალი ამბავი
0