თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალიმ თბილისში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას, რომელიც 26-29 მაისს ტარდება. ეს ნატოს ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არასტაბილური ვითარება რეგიონში — ეს საფრთხეა ყველა ქვეყნისთვის“, — განაცხადა პაოლო ალიმ.
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა. 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.