მთავარი მიღწევა და ფასეულობა – საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს
რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ტექნიკა, კონცერტები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, გამოფენები და უამრავი გასართობი ბავშვებისთვის – საქართველოს რეგიონებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახალხო სეირნობა გაიმართა.

სახალხო სეირნობაში მონაწილეობდნენ მთავრობის წევრები, უცხოელი პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და ტურისტები.

საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონებში გაიმართა. თბილისის ცენტრალური გამზირი პატარა ქალაქად გადაიქცა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების სტენდები. დღოს განმავლობაში ტარდებოდა კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა–გაყიდვები და სხვა.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. იქვე საზეიმო სამხედრო ფიცი 400–მდე ახალწვეულმა დადო.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეყვარებულ წყვილებს თბილისში სიმბოლური ქორწინების მოწმობები გადასცეს - Sputnik საქართველო
სიმბოლური ქორწინების მოწმობები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

დღესასწაულის ლაიტმოტივი 2017 წელს იყო სლოგანი „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. რუსთაველის გამზირზე განთავსებული იყო კონსტრუქციები ქართული ანბანის ასოებით და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით.

წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ ბავშვებს, მათთვის სხვადასხვა გასართობი მოეწყო; მაგრამ მოსაწყენი არც უფროსებისთვის ყოფილა. მაგალითად, პარლამენტის გვერდით შეყვარებულებსა და მეუღლეებს ქორწინების სიმბოლური მოწმობის აღება შეეძლოთ.

ლამაზად გაფორმებული მოწმობის ცენტრში მსხვილად წერია ციტატა "ვეფხისტყაოსნიდან" — "სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ", ხოლო ქვედა მარჯვენა კუთხეში არის წარწერა — "საქართველოს დამოუკიდებლობის დღე" და თარიღი — 2017 წლის 26 მაისი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0