სიმბოლური ქორწინების მოწმობები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

გამოწერა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეყვარებულ წყვილებს თბილისის ცენტრში სიმბოლური ქორწინების მოწმობები გადასცეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა საზეიმო ცერემონია.

ათობით შეყვარებულმა და ოჯახურმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა იუსტიციის სახლის აქციაში დამოუკიდებლობის დღეს და მიიღო ურთიერთობის რეგისტრაციის სიმბოლური მოწმობა. ცერემონია საქართველოს პარლამენტთან ვარდებით მორთული საქორწილო არკის სპეციალური სტენდთან გაიმართა.

ქორწინების მოწმობის მიღების მსურველები მასში საკუთარ სახელებს წერდნენ, რის შემდეგად შესაბამის გრაფაში ხელსაც აწერდნენ. ლამაზად გაფორმებული მოწმობის ცენტრში მსხვილად ეწერა ციტატა "ვეფხისტყაოსნიდან" — "სიყვარული აღგვამაღლებს", ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ", ხოლო ქვედა მარჯვენა კუთხეში იყო წარწერა — "საქართველოს დამოუკიდებლობის დღე" და თარიღი — 2017 წლის 26 მაისი.

ყველა ახალი ამბავი
0