გიორგი მარგველაშვილი: ქართული სახელმწიფო ერთი ნაბიჯითაც არასდროს დაიხევს უკან

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი მარგველაშვიი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
გიორგი მარგველაშვიი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს — ევროპულიდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, წარმატებთ იქნება მიღწეული.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას სურს იხილოს ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.

„ქართული სახელმწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში გამოიხატება. ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე. ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს — ევროპულიდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, წარმატებთ იქნება მიღწეული.

გიორგი კვირიკაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არაფრის ფასად არ დათმობს თავისუფლებას

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წინაშე დასახული მიზნების მიღწევაში თითოეული მოქალაქის ხმა და წვლილი ფასეულია და აუცილებელი.

„როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ჰქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ერის განვითარების ერთიან ჰარმონიაში — უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სიტყვის ბოლოს, პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ადამიანები, „ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა“.

ყველა ახალი ამბავი
0