ეიფელის კოშკზე ეგვიპტეში ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ სინათლეს ჩააქრობენ

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიგანათებული ეიფელის კოშკი პარიზში
განათებული ეიფელის კოშკი პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეიფელის კოშკზე პარასკევს ღამე სინათლე ჩაქრება. ეს აქცია ეგვიპტეში ქრისტიანებით სავსე ავტობუსზე თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. პარიზის ერთ–ერთ მთავარი ღირსშესანიშნაობაზე – ეიფელის კოშკზე პარასკევს ღამე სინათლე ჩაქრება. ეს აქცია ეგვიპტეში ქრისტიანებით სავსე ავტობუსზე თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости პარიზის მერის, ან იდალგოს განცხადებაზე დაყრდნობით.

La communauté chrétienne d'#Égypte a encore été la cible d'un attentat barbare et lâche. Mes pensées vont aux victimes et à leurs familles

„ამ ღამით ეიფელის კოშკი თავის ცეცხლს ჩააქრობს 0:45 საათზე ეგვიპტელი კოპტების მხარდაჭერის ნიშნად“, – დაწერა იდალგომ თავის მიკრობლოგში Twitter–ში.

ეგვიპტის პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ეგვიპტეში ქრისტიანებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარასკევს, დილით ორ ავტომობილში მსხდომმა უცნობმა პირებმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც ადგილობრივი ქრისტიანები – კოპტები ისხდნენ. ინციდენტი წმინდა სამუელის მონასტრის მახლობლად ელ-მინიას პროვინციაში მოხდა. ქრისტიანები ბენი-სუეიფიდან მონასტერში მიემართებოდნენ. სავარაუდოდ, ავტობუსთან ერთად კოლონაში შეიძლება ყოფილიყო მიკროავტობუსი და ღია ჯიპი.

ავტობუსში 40-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 ადამიანი, 20–ზე მეტი დაჭრილია. კოპტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიღუპა 35 ადამიანი, აქედან უმეტესობა ბავშვია.


ყველა ახალი ამბავი
0