ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო ეკიპაჟი
საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი – დაშავდა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია ხუთი ადამიანი

საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საქართველოში ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები გახშირდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

მხოლოდ 2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7,3 ათასი ადამიანი, ხოლო 409 — დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0