შსს თბოელექტროსადგურზე ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsპოლიცია და სასწრაფო დახმარება
პოლიცია და სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაბნის თბოელექტროსადგურზე ელექტროგაყვანილობის შეკეთებისას დაშავებული მუშების მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე ბლოკზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია უარყო — მუშები ელექტროგაყვანილობის შეკეთებისას დაშავდნენ, უწყებაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბოსადგურზე აფეთქების შედეგად ორი დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აფეთქება თბოელექტროსადგურში: დაშავებულია ორი ადამიანი

„არანაირი აფეთქება არ მომხდარა. ორმა მუშამ დამწვრობები იმ დროს მიიღეს, როდესაც ელექტროგაყვანილობის შეკეთებას ახორციელებდნენ. მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0