აფეთქება თბოელექტროსადგურში: დაშავებულია ორი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაბნის თბოელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გარდაბნის თბოელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაშავებულები თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0