თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გაგრის რაიონში კლდის ჩამონგრევას ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა, რომელიც ლეტალურად დასრულდა, აცხადებენ ხუთშაბათს ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები.
სოფელ ჩიღრიფში ოთხშაბათს, საღამოს საავტომობილო გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე, სავალ ნაწილზე დაახლოებით 60 კვადრატული მეტრის ფართობზე კლდე ჩამოინგრა. ჩამონგრევამ Mercedes-ისა და "გაზელის" მარკის სატვირთო ავტომანქანის შეჯახება გამოიწვია. დაიღუპა "გაზელის" მძღოლი, ადიღეის მკვიდრი.
სპეციალისტების განცხადებით, ტრასის ამ მონაკვეთზე კლდის ჩამოშლა შეიძლება განმეორდეს.