დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerქვის ცვენა მთაში
ქვის ცვენა მთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში ინტენსიურმა წვიმებმა და ქვის ცვენამ, ავტომძღოლებს პრობლემები შეუქმნა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამეგრელო — ზემო სვანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულა მონაკვეთზე კმ91-კმ101 ცალმხრივად გახსნილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ტრანსპორტის გადაადგილება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183 კილომეტრზეა აკრძალული.

გარდა ამისა, ავტომაგისტრალის დიზი-ლახამულას (91-90 კმ) მონაკვეთზე  მოძრაობა ცალმხრივია. დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0