ბორჯომში გამართული ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში

გამოწერა

ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვარზე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე გაიმართა ჯომარდობაში. იხილეთ შეჯიბრის მეორე დღის კადრები.

ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში საქართველოში 22-28 მაისს იმართება. ტურნირში მონაწილეობს 300-ზე მეტი სპორტსმენი 11 ქვეყნიდან — საქართველო, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, დანია, ლატვია, თურქეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

შეჯიბრის პირველი დღის ვიდეო, რომელიც 24 მაისს გაიმართა ბორჯომის ხეობაში.

შეჯიბრი იმართება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. ევროპის ჩემპიონატზე 40-ზე მეტი გუნდია რეგისტრირებული. სპორტსმენები მედლებს მიიღებენ ოთხ დისციპლინაში: სპრინტი, H2H (head to head), სლალომი და დაშვება გრძელ მონაკვეთზე (downriver). ჩემპიონატზე უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ყველა ახალი ამბავი
0